სარესტორნო კომპლექსი ბერმუხა ქართულ ბაზარზე 2009 წელს შემოვიდა. აღნიშნული კომპლექსი აერთიანებს 3 (სამი) ობიექტს. რესტორან ბერმუხას, რესტორან კალასს და ღამის კლუბ ვიპ თაიმს. სამივე ობიექტმა უმოკლეს ვადაში მოახდინა საკუთარი სახელის დამკვიდრება. გემოვნებიანი ინტერიერი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უგემრიელესი სამზარეულო და მაღალი სტანდარტების მომსახურება არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს სარესტორნო კომპლექს ბერმუხას და მასში შემავალი ობიექტების წარმატება და თავის სეგმენტში მოწინავე ადგილის დაკავება.

about bermukha

about kalasi რესტორანი ბერმუხა და რესტორანი კალასი განსაკუთრებულად მდიდარი და მრავალფეროვანი მენიუთი გამოირჩევა, რაც გულისხმობს როგორც ქართული, ასევე ევროპული სამზარეულოს ფართო არჩევანს. რესტორანი ბერმუხას ულამაზესი ინტერიერის მქონე დარბაზი მზად არის ყოველ დღე ცოცხალი მუსიკით, შოუ-პროგრამით და ხარისხიანი მომსახურებით უმასპინძლოს 600მდე (ექვსასი) სტუმარს, ხოლო რესტორანი კალასი თანამედროვე დიზაინის მქონე დარბაზით,შერეული ქართულ-უცხოური შოუ პროგრამით და უგემრიელესი ქართულ-ევროპული სამზარეულოთი, მზად არის ყოველდღიურ რეჟიმში იზრუნოს 180 (ასოთხმოცი) სტუმრის პოზიტიურ განწყობაზე.


 ყოველდღიურ შოუპროგრამასთან ერთად რესტორანი ბერმუხა და რესტორანი კალასი სთავაზობს სტუმრებს საუკეთესო ხარისხს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან საერთაშორისო სტანდარტებით დამზადებულ კერძებს,საახალწლო პროგრამებს, საბანკეტო მენიუებს და სრულ საქორწილო მომსახურებას. ღამის კლუბი ვიპ თაიმი სარესტორნო კომლექსმა ბერმუხამ 2011 წელს გახსნა. უმაღლესი ხარისხის მუსიკამ, პროფესიონალმა მომსახურე პერსონალმა და უგემრიელესმა ევროპულმა სამზარეულომ თავიდანვე ძალზედ მოთხოვნადი და მიმზიდველი გახადა აღნიშნული ობიექტი.

2016 წელს, კლუბისადმი მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდა ვიპ თაიმის ინტერიერის განახლება და მიმდინარე 2017 წლიდან კლუბის განახლებული დარბაზი მზად არის 250 ადამიანს უმასპინძლოს.

about vip